თავში

აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა

აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა
აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა

2021 წლის თებერვალში რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები ყველაზე მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან. ამ ქვეყნიდან წლიურ ჭრილში ფულადი ნაკადები საქართველოში გაზრდილია 190.9 პროცენტით, უკრაინიდან 78.3 პროცენტით. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) თებერვლის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის მონაცემებით, ფულადი გადმორიცხვები გაზრდილია ასევე თურქეთიდან, ხოლო რუსეთიდან კვლავ კლება დაფიქსირდა. 

საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (24.0 პროცენტით), რაც იტალიიდან (31.8 პროცენტით), საბერძნეთიდან (19.9 პროცენტით) და გერმანიიდან (51.2 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. 

დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან (32.9 პროცენტით) და კანადიდან (30.5 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44.0 პროცენტი) და რუსეთი (15.6 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

2021 წლის თებერვალში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 17.5 პროცენტით გაიზარდა და 161.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.4 პროცენტით 21.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system