თავში

აზერბაიჯანის ეკონომიკა 5.3%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის ეკონომიკა 5.3%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანის ეკონომიკა 5.3%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის ეკონომიკა 5,3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

მიმდინარე წლის თერთმეტ თვეში აზერბაიჯანმა 80 მილიარდ 688,2 მლნ აზერბაიჯანული მანათის ოდენობით მშპ აწარმოვა, 5,3%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

გასული წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში ნავთობისა და გაზის სექტორში ნამატი ღირებულება 2,7%-ით გაიზარდა. ხოლო, არა ნავთობპროდუქტების სექტორში 6,4%-ით.

აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტის 41,6%  მრეწველობაზე მოდის, 10,1% - ვაჭრობასა და სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაზე, 7% - ტრანსპორტსა და შენახვაზე, 6.4% - სოფლის მეურნეობაზე, მეტყევეობასა და თევზაობაზე, 4.9% - მშენებლობაზე, 1.8% - ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე, 1.2% - ტურისტების განთავსებასა და კვებაზე, 18.2% - სხვა სექტორებზე ნაწილდება. იმპორტის წმინდა გადასახადებმა საანგარიშო პერიოდში 8.8% შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8055,3 აზერბაიჯანულ მანათს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system