თავში

აზერბაიჯანის ეკონომიკა პანდემიამდელ მაჩვენებელს 2022 წელს დაუბრუნდება

აზერბაიჯანის ეკონომიკა პანდემიამდელ მაჩვენებელს 2022 წელს დაუბრუნდება
აზერბაიჯანის ეკონომიკა პანდემიამდელ მაჩვენებელს 2022 წელს დაუბრუნდება

აზერბაიჯანის ეკონომიკა პანდემიამდელ მაჩვენებელს, შესაძლოა, 2022 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდეს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ბაქოს ოფისის ხელმძღვანელმა, სარა მაიკლმა განაცხადა. 

”მსოფლიო ბანკის ეკონომისტები ეკონომიკის ეტაპობრივ აღდგენას პროგნოზირებენ და ამჟამინდელი პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია, რომ მშპ-ის ზრდის ტემპები წელს 3%, ხოლო 2022 წელს 4% იქნება. ამასთან, ზრდის რეალურმა ტემპმა შეიძლება ჩვენს პროგნოზებს გადააჭარბოს, რაც  ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებით, აგრეთვე მთავრობის ხარჯების ზრდისა და ოკუპაციისგან განთავისუფლებული ტერიტორიების აღდგენისთვის გაცემული ინვესტიციებით იქნება განპირობებული”, -განაცხადა სარა მაიკლმა. 

მისი აზრით, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აღდგენითი სამუშაოები და ამ რეგიონების ქვეყნის ეკონომიკაში რეინტეგრაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკური აღდგენას.

აზერბაიჯანის მთავრობა 2021 წლისთვის მშპ-ს 3,4%-ით ზრდას პროგნოზირებს, ხოლო 2022 წლისათვის - 4,8%-ით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system