აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1.29%-ით, 0.9 აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 70,57 აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს - 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).