თავში

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭომ თბილისში ვიზიტორთა ცენტრი გახსნა

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭომ თბილისში ვიზიტორთა ცენტრი გახსნა
აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭომ თბილისში ვიზიტორთა ცენტრი გახსნა

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მხარდამჭერი ეროვნული ორგანიზაციაა. ვიზიტორთა ცენტრი Azerbaijan. Travel ოფიციალურად გახსნეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ფუად ნაღიევმა და აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ფლორიან ზენგსტშმიდმა.

აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ფუად ნაღიევი ამბობს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აერთიანებს ღირებულებები, რომლებიც კარგ მეზობლებსა და მეგობრებს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს: „ჩვენ შევხვდით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს. შეხვედრაზე განვიხილეთ არაერთი საკითხი, მათ შორის ისეთი რეგიონული ტურების ორგანიზების საჭიროება, რომლებიც მოიცავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანს.”

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს გენერალური დირექტორი ფლორიან ზენგსტშმიდი ამბობს, რომ „Azerbaijan.Travel”-ის გახსნით, აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის მხარდაჭერას: „აზერბაიჯანი ბევრი კუთხით იდეალური მიმართულებაა. ბაქო არის მდიდარი ქალაქი თანამედროვე ინფრასტრქტურით, შესანიშნავი სატრანსპორტო სისტემებითა და გამოცდილებების მრავალფეროვნებით. აზერბაიჯანელები მოხარული იქნებიან, ქართველ სტუმრებს გაუზიარონ თავისი კულტურა, სამზარეულო და ქვეყანა.”

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს ინფორმაციით, მათ ქვეყანაში შესულ ვიზიტორთა 22%-ს საქართველოს მოქალაქეები არიან. როგორც თავად ამბობენ, თბილისიდან პირდაპირი ფრენების, გაუმჯობესებული სარკინიგზო და საგზაო მარშრუტებისა თუ უვიზო მიმოსვლის კვალობაზე, ეს მაჩვენებელი 2020 წელს, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. საბჭოში განმარტავენ, რომ აზერბაიჯანი შეუერთდება იმ სახელმწიფოთა სიას, სადაც ტურიზმს მშპ-ში დიდი წილი უკავია. არსებული პროგნოზის თანახმად, შემდეგი 10 წლის განმავლობაში ეს წილი წელიწადში 6%-ს შეადგენს, რითიც აზერბაიჯანი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყანათა ოცეულში შედის.

თბილისში Azerbaijan.Travel-ის გახსნას წინ უძღვებოდა აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს მარკეტინგული კამპანია „შეხედეთ სხვა თვალით“, რომელიც, მათი თქმით, მიზნად ისახავს აზერბაიჯანის დამალული მარგალიტების აღმოჩენის წახალისებას და 2023 წლისთვის ტურისტთა არსებული ნაკადის გაორმაგებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system