თავში

აზერბაიჯანმა პლაჟზე გასართობი პროგრამები და სპორტული თამაშები აკრძალა

აზერბაიჯანმა პლაჟზე გასართობი პროგრამები და სპორტული თამაშები აკრძალა
აზერბაიჯანმა პლაჟზე გასართობი პროგრამები და სპორტული თამაშები აკრძალა

აზერბაიჯანის კასპიის ზღვისპირა ზოლზე მოწყობილ პლაჟზე აკრძალულია ნებისმიერი გასართობი პროგრამებისა და სპორტული თამაშების ორგანიზება.

ამის შესახებ  სამოქალაქო და სოციალური ინოვაციების სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ულვი მეჰტიევმა განაცხადა მინისტრთა კაბინეტში ოპერატიული შტაბის ბრიფინგზე

მისივე თქმით, პლაჟზე ყოფნისთვის აუცილებელი პირობაა სოციალური დისტანცია.

რეგულაციები კორონავირუსის პრევენციისთვის მოქმედებს. 

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 32 684-მდე გაიზარდა. ქვეყანაში  COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 468 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 27 760 პაციენტი, ხოლო 4 456 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანამ COVID-19-ზე ჯამში 744 837 ტესტი ჩაატარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system