თავში

წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 393.1 ათასი დოლარის კვერცხი ექსპორტირდა

აზერბაიჯანში 393.1 ათასი დოლარის კვერცხი ექსპორტირდა
წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 393.1 ათასი დოლარის კვერცხი ექსპორტირდა

წელს აზერბაიჯანში საქართველოდან 393.1 ათასი დოლარის ღირებულების კვერცხი ექსპორტირდა. ტრანზიტი საავტომობილო გადაზიდვებით შესრულდა. 

კვერცხის ექსპორტი მეზობელ ქვეყანაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. შარშან აზერბაიჯანში საქართველოდან 871.4 ათასი დოლარის ღირებულების კვერცხი გადაიზიდა. მისი ნახევარი კი წელს უკვე ექსპორტირებულია მხოლოდ 5 თვეში.

საუბარია ფრინველის ახალ, დაკონსერვებულ ან მოხარშულ ნაჭუჭიან კვერცხზე.

მიმდინარე წლის მხოლოდ მაისში საქართველომ აზერბაიჯანში 116.6 ათასი დოლარის ღირებულების ფრინველის კვერცხი გაყიდა, მხოლოდ აპრილში კი 114.8 ათასი დოლარის ღირებულების, ხოლო მიმდინარე წლის სამ თვეში საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში ექსპორტირდა 161.7 ათასი დოლარის ღირებულების ფრინველის 0407 სასაქონლო ნიშნის ფრინველის კვერცხი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპორტირებული კვერცხის ოდენობა მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აზერბაიჯანში გატანილი კვერცხის ოდენობაზე. 2019 წლის პიველ კვარტალში მეზობელ ქვეყანაში საქართველოდან საავტომობილო გზით გადაიზიდა 154.4 ათასი დოლარის ღირებულების ფრინველის კვერცხი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system