თავში

აზერბაიჯანში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება გაიზარდა

აზერბაიჯანში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება გაიზარდა
აზერბაიჯანში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება გაიზარდა

მიმდინარე წლის 1 ივლისის მონაცემებით, აზერბაიჯანში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,5 ათასი ადამიანით (0,3%) შემცირდა. 

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ამჟამად, ქვეყანაში 1,690.6 ათასი ადამიანია დასაქმებული. 

ამასთან, 908.1 ათასი ადამიანი სახემწიფო სექტორში მუშაობს, ხოლო 782.5 ათასი - კერძო სექტორში.

სფეროების მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: 19.4% განათლების სფერო, 18.5% - სავაჭრო სექტორი, ავტომობილების შეკეთება, 12.8% - მრეწველობა, 8.2% - მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურების სექტორი, 7.6% - მშენებლობა, 6, 6% - საჯარო მმართველობაში და თავდაცვა, 4.4% - ტრანსპორტი, 3.5% - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, 3.4% - სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და თევზაობა, 1.7% - ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, 13.9% - ეკონომიკის სხვა სფეროები.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ქვეყნის ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ანაზღაურება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა და 724,4 მანათს მიაღწია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system