თავში

აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდის ტემპები 5%-ს უახლოვდება

აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდის ტემპები 5%-ს უახლოვდება
აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდის ტემპები 5%-ს უახლოვდება

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანმა 62,877,4 მილიონი აზერბაიჯანული მანათის ოდენობის მშპ აწარმოა, 4,8%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესაზებ აზერბაიჯანული მედია წერს.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, ეკონომიკის ნავთობისა და გაზის სექტორში დამატებული ღირებულება გაიზარდა 1.4%-ით, ხოლო არანავთობპროდუქტების სექტორში - 6.2%-ით.

მშპ-ის 40.1% ინდუსტიაზე მოდის, 10.3% - ვაჭრობააზე; სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაზე, 7.1% - ტრანსპორტირებისა და შენახვაზე, 6.9% - სოფლის მეურნეობაზე, სატყეო მეურნეობისა და თევზაობაზე, 5.2% - მშენებლობაზე, 1.8% - ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე, 1.1% - ტურისტულ განსახლებასა და კვებაზე; 18.4% - სხვა სექტორებზე, პროდუქტებზე წმინდა გადასახადებმა 9.1% შეადგინა.

წლის განმავლობაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 20.2%-ით  გაიზარდა და 6,279 აზერბაიჯანული მანათი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system