თავში

აზერბაიჯანში ფუტკარი მასობრივად იხოცება

აზერბაიჯანში ფუტკარი მასობრივად იხოცება
აზერბაიჯანში ფუტკარი მასობრივად იხოცება

აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში ფუტკრის მასობრივი ხოცვა დაფიქსირდა. ქვეყნის მეფუტკრეების ასოციაციის თავმჯდომარის,  ბადრადინ ჰასრათოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ზაქათალაში, სადაც თხილის პლანტაციების შესაწამლად ქიმიკატები გამოიყენეს.

"იგივე დაფიქსირდა იმ ადგილებში, სადაც ბამბა დარგეს. ჩვენ უნდა გვითხრან, როდის გააფრქვევენ ქიმიკატებს, რომ არავინ დაზარალდეს. უნდა ვიმოქმედოთ საერთო გეგმით," - აცხადებენ მეფუტკრეების ასოციაციაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში ფუტკრის ოჯახების რაოდენობამ 520 ათასს გადააჭარბა. წელს ადგილობრივმა მეფუტკრეებმა დაახლოებით 6 ათასი ტონა თაფლი აწარმოეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system