თავში

აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური წარმოების პროგნოზი შეიცვალა

აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური წარმოების პროგნოზი შეიცვალა
აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური წარმოების პროგნოზი შეიცვალა

აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ (EIA) შეცვალა აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური წარმოების პროგნოზი 2021 წლის მეორე კვარტლისთვის. ახალი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში ნავთობის საშუალო დღიური წარმოება დღეში 720 ათასი ბარელი იქნება, რაც 10 ათასი ბარელით, ანუ, 1,37% -ით ნაკლებია, აპრილში ნავარაუდევ განაკეთზე. 2020 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით, აზერბაიჯანის ნავთობწარმოების ბოლო პროგნოზი 30 ათასი ბარელით ანუ 4.35%-ით მეტია. 

განახლებული პროგნოზით, აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური წარმოება 2021 წელს იქნება 740 ათასი ბარელი. წინა პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 750 ათასი ბარელი იყო. მიმდინარე წლისთვის ნავთობის მოპოვების პროგნოზი შემცირდა 10 ათასი ბარელით, ანუ, 1,33% -ით.

აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური წარმოება იქნება 730,000 ბარელი, რაც წინა პროგნოზის მსგავსია, ხოლო 2020 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით, ზრდა 70 ათასი ბარელს ანუ 10.6%-ს უტოლდება. ახალი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური წარმოების პროგნოზი 770 ათასი ბარელი იქნება, რაც შეესაბამება აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზს და 80 ათასი ბარელით ანუ 11,6% -ით მეტია, გასული წლის მეოთხე კვარტალში ნავთობის ყოველდღიურ წარმოებაზე.

2022 წელს აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური წარმოება 790 ათას ბარელზეა გათვლილი. ეს აპრილში გაკეთებული პროგნოზის მსგავსია და 50 ათასი ბარელით ანუ 6,76% -ით მეტია წელს პირველი კვარტლის ნავთობის ყოველდღიური წარმოების საპროგნოზო მაჩვენებლებზე. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის 2021 წლის მაისის მოხსენების მიხედვით, მომავალი წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზი 10 ათასი ბარელით ანუ 1,25% -ით ნაკლებია წინა წელზე. 

ახალი პროგნოზით, 2022 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანში ნავთობის ყოველდღიური წარმოება 800000 ბარელი იქნება, ხოლო 2022 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური წარმოება ნავარაუდევია 770 ათასი ბარელზე. 2022 წლის ბოლო კვარტალში აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური წარმოების პროგნოზი 800 ათასი ბარელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system