თავში

აზიაში გაზის ფასი 9 თვეში გახუთმაგდა

აზიაში გაზის ფასი 9 თვეში გახუთმაგდა
აზიაში გაზის ფასი 9 თვეში გახუთმაგდა

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (APR) გაზის ღირებულება ნოემბრისთვის მონაცემებით მარტთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა. Report.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ VYGON Consulting-ის კონსულტანტმა, ივან ტიმონინმა განაცხადა.

„როგორც ევროპის, ისე აზიის ბაზარზე გაზის საშუალო თვიურმა ფასებმა მინიმალურ ნიშნულს მარტში მიაღწია და ისინი ათას კუბურ მეტრზე 219-228 აშშ დოლარის ფარგლებში ივაჭრებოდა.  ნოემბრისთვის მათი ღირებულება  984-1163 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 4,5-ჯერ მეტია ევროპის ბაზრის შემთხვევაში და ხუთჯერ მეტჯერ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ექსპერტის განმარტებით, ასეთი სწრაფი ზრდა პირველ რიგში განპირობებულია, ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ფონზე, მოთხოვნის ზრდით.  

წლის დასაწყისიდან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში  260 მილიონ ტონაზე მეტი LNG გაიგზავნა, რაც უკვე აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. მთლიანობაში, 2021 წლის ბოლოსთვის რეგიონში გაიგზავნება თითქმის 280 მილიონი ტონა LNG, ანუ მოთხოვნა თითქმის 10%-ით გაიზრდება. 

LNG-ის უმსხვილესი ექსპორტიორების სიაში შედის ავსტრალია, კატარი, აშშ, მალაიზია და რუსეთის ფედერაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system