თავში

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 10 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 10 მილიონი დოლარის სესხი დაუ
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 10 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შპს „ოპტიმამ“ ხელი მოაწერეს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს საქართველოს დედაქალაქში ხელმისაწვდომი და მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარების მიზნით.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ 3 700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური სახლისგან შემდგარ ორ საცხოვრებელ კომპლექსს. ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი სესხია.

„პროექტი მიზნად ინახავს თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოდერნიზებას პროექტირებაში ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური წვდომის სტანდარტების გათვალისწინებით,“ – განაცხადა ADB-ის სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა, შანტანუ ჩაკრაბორტიმ.

მისივე თქმით, ეს განვითარების პროექტი წარმოადგენს დემონსტრირებას, თუ როგორაა შესაძლებელი საქართველოსა და მთელ რეგიონში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სახლების მშენებლობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის.

ამასთან, როგორც საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, შეინ როზენტალმა განაცხადა, სახლები იქნება ხელმისაწვდომი, ენერგოეფექტური და კარგად აშენებული, რაც ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს, ქალებსა და ბავშვებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

„ADB-ის სესხი ჩვენს მიერ საქართველოში ქალაქების მდგრადი განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია“, – განაცხადა როზენტალმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system