თავში

ბაქოს პორტმა ტვირთბრუნვა 17%-ით გაზარდა

ბაქოს პორტმა ტვირთბრუნვა 17%-ით გაზარდა
ბაქოს პორტმა ტვირთბრუნვა 17%-ით გაზარდა

აშშ-ს კასპიის პოლიტიკის ცენტრის დელეგაცია ბაქოს პორტს ეწვია. სტუმრები შეხვდნენ ბაქოს პორტის გენერალურ დირექტორს ტალე ზიადოვს და გაეცნენ ტერმინალების ოპერაციულ პროცესს. შეჯამდა პორტის მუშაობის შარშანდელი შედეგი. აღინიშნა, რომ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის უარყოფითი შედეგების მიუხედავად, ბაქოს პორტის ტვირთბრუნვა არ შემცირებულა. შარშან პორტში გადაზიდული ტვირთის საერთო მოცულობამ 4.8 მილიონი ტონა მეტი შეადგინა, რაც 20% -ით მეტია, 2019 წლის ტვირთბრუნვის მაჩვენებელზე.  მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში გადაზიდულმა ტვირთის საერთო მოცულობამ კი 1.4 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც დაახლოებით 17% -ით მეტია, 2020 წლის მონაცემზე.

ცნობისთვის, ბაქოს პორტი თანამშრომლობს ამერიკის სავაჭრო პალატასთან (AmCham). ახლახან ბაქოს პორტმა მიიღო მონაწილეობა კასპიის პოლიტიკური ცენტრის მიერ Blue Dot ქსელის ინიციატივით გამართულ ვებინარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system