თავში

ბაკურიანის წყალმომარაგებაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა

ბაკურიანის წყალმომარაგებაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა
ბაკურიანის წყალმომარაგებაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა

წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში, უწყვეტი წყალმომარაგებისა და დებიტის გაზრდის მიზნით, დამატებით, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. 

პროექტების მიმდინარეობას წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია გაეცნო.

როგორც report.ge-ს წყალმომარაგების კომპანიაში განუმარტეს, ბაკურიანში, წტალმომარაგების სისტემაზე დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მიმდინარე სამუშაოები ითვალისწინებს დებიტის გაზრდისთვის საჭირო ღონისძიებებს, რომელიც ასევე მოიცავს არსებული ობიექტების რეაბილიტაციას და ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენის ახლით ჩანაცვლებას.  მოეწყობა ჭაბურღილები, რეაბილიტირდება რეზერვუარები, სატუმბო სადგური და გამწმენდი ნაგებობა. შედეგად , მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები და კურორტს გამართული ინფრასტრუქტურა მოემსახურება.

,,წელს კურორტზე ინტენსიურად ვაწარმოებთ სამშენებლო სამუშაოებს. ბაკურიანში, დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, რაც ითვალისწინებდა ქსელის მშენებლობას, სათავე ნაგებობებისა და შემკრები რეზერვუარების მოწყობას. არსებული სისტემა შეიცვალა სრულიად ახალი სისტემებით. შესაბამისად, ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რომ წელს და მომავალ წლებშიც წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები ბაკურიანს აღარ ექნება“, - განაცხადა გიგა მანდარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system