თავში

ბანკების ასოციაცია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იწონებს

ბანკების ასოციაცია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იწონებს
ბანკების ასოციაცია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იწონებს

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის აზრით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების სარეზერვო ნორმა უმცირდებათ, გაცვლით კურსზე დადებითად აისახება.


"რეზერვის შემცირება გააიაფებს უცხოურ ვალუტაში სესხის მოზიდვას და უფრო მეტ ვალუტას გააჩენს ბაზარზე და ლარზე მოთხოვნას გაზრდის. ეს შეგვიძლია ვიგულისხმოთ, როგორც ერთ-ერთი ნაბიჯი სხვა ქმედებებთან ერთად - პირველი იყო ინტერვენცია და შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, რომელიც დადებითად მნიშვნელოვნად უნდა აისახოს როგორც კურსზე, ასევე ინფლაციაში დევალვაციის ასახვის რისკზე.

მგონია, რომ ეს შემდგომ, კურსის სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად იმოქმდებს", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების მინიმალური სარეზერვო ნორმა 30-დან 25%-მდე შეუმცირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system