თავში

ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების რაოდენობა კიდევ გაიზარდა

ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების რაოდენობა კიდევ გაიზარდა
ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების რაოდენობა კიდევ გაიზარდა

ბანკები გადახდისუუნარო მომხმარებლების მიმართ ზომებს ამკაცრებენ. როგორც გაირკვა, მარტო 1 თვეში საბანკო სექტორის ხელში გადავიდა 250 მილიონ ლარზე მეტი. ეს ის ფულია, რომელიც მოსახლეობამ და ბიზნესმა ვალი გადაუხდელობის გამო დაკარგეს. ქონების დასაკუთრებას საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი ბანკების მხრიდან გარანტიების გაძლიერებას უკავშირებს.

,,ეპიდემიამ გადახდისუნარიანობა მნიშვნელოვნად შეასუსტა. შესაბამისად, რისკები გაიზარდა და ბანკები იძულებული არიან, მკაცრ ზომებს მიმართონ.  ამით არის განპირობებული ამთ მიერ ქონების დასაკუთრება. ცხადია, ამაში იგულისხმება როგორ ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების ქონება, ყველა შეიძლება ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, ვინც ვალის გადახდას ვერ ახერხებს.  ინდივიდუალურად ეს დიდი ტრაგედიაა, მაგრამ სტატისტიკისთვის 250 მილიონიანი ქონება მაღალი მაჩვენებელი არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ბანკებს სხვისი ქონება აინტერესებთ, ასე ნამდვილად არ არის საქმე. ურჩევნიათ,  გაცემული სესხები დაიბრუნონ. covid-19-მა ამ მხრივ დიდი რისკი შექმნა, თუმცა სესხები მაინც გაიცემა, ქონების უზრუნველყოფის მოთხოვნით. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორს ვართ პროცესისგან, რომ ქვეყანაში ურისკო ან დაბალრისკიანი კრედიტების გაიცემოდეს", - ამბობს თოქმაზიშვილი.

სესხების გაცემის მექანიზმი მიუღებელია ფინანსური ბაზრის მკვლევარ, პროფესორ ვახტანგ ხომიზურაშვილისთვის, რომელიც report.ge-თან ამბობს, რომ  მანკიერი პრაქტიკაა, არასწორი მიდგომა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში სექტორი აქტიურად მიმართავს. ხომიზურაშვილის თქმით, როცა ძალიან ნეგატიური მექანიზმია, როცა ბანკი ახდენს უძრავი ქონების დატვირთვას იპოთეკით და შემდეგში - გასხვისებას.

,,ვეჭვობ, რომ საბანკო სფეროში ადგილი აქვს კარტერული გარიგებას, როცა ბანკები კაპიტალის დეფიციტის პირობებში საკუთარ წესებს აწესებენ. მით უმეტეს, თუ დავაკვირდებით, ყველა ბანკს აქვს ერთი და იგივე პირობები, რომელიც ავალდებულებს მსესხებელს, ჩადოს ქონება იმაზე გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე ის რეალურად ღირს. აშკარაა, რომ  ბანკების დომინირება ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესს ხელს უშლის. გაცილებით სწორი დამოკიდებულება იქნებოდა, დადგენილი პერიოდის შედეგ უძრავი ქონება გასხვისდეს საბაზრო ფასში. გაყიდვიდან შემოსული თანხა სასესხო დავალიანების დაფარვას მოხმარდეს და დარჩენილი ფული მსესხებელს დაუბრუნდეს. ნაცვლად ამისა, ბანკი ემსგავსება უძრავი ქონების სააგენტოს, რაც მრავალმხრივ ქმნის პრობლემას, როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე მოსახლეობის გაღარიბებას უწყობს ხელს", - ამბობს ხომიზურაშვილი.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის (სებ) 2021 წლის იანვრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 250.1 მლნ ლარი შეადგინა. როგორც სებ-ის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" აღნიშნული, წლიურად, ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 22 მლნ ლარით გაიზარდა.

გასული წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 228.1 მლნ ლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system