თავში

ბანკებმა 36.4 მლრდ ლარის სესხი გასცეს

ბანკებმა 36.4 მლრდ ლარის სესხი გასცეს
ბანკებმა 36.4 მლრდ ლარის სესხი გასცეს

2020 წლის ოქტომბერში საბანკო სესხები წ/წ 11.4%*-ით გაიზარდა და 36.4 მლრდ ლარი შეადგინა. ლარში გაცემული სესხების ჯამური თანხა 15.9 მლრდ ლარს (+16.5% წ/წ), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების ჯამური მოცულობა 20.4 მლრდ ლარის ექვივალენტს (+7.3%* წ/წ) გაუტოლდა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, ოქტომბრის განმავლობაში ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა, წინა თვესთან შედარებით, კვლავ შემცირდა. განაკვეთმა ლარის სესხებზე თ/თ 0.2 პპ-ით (14.9%- მდე) იკლო, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი თ/თ 0.1 პპ-ით (6.8%-მდე) გაიზარდა. 

სეგმენტების მიხედვით კორპორატიული დაკრედიტების ზრდის ტემპმა შემცირება განაგრძო და, სექტემბრის წ/წ +12.6%*-ის შემდეგ, წ/წ +10.4%* შეადგინა, ხოლო MSME დაკრედიტების ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა და წ/წ 15.5%* შეადგინა (წ/წ +15.3%* სექტემბერში). 

სექტემბრის წ/წ +9.3%*-თან შედარებით, კვლავ მცირედით აჩქარდა საცალო სესხების ზრდის ტემპი და წ/წ +9.5%*-ს გაუტოლდა, თუმცა ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტის ხარჯზე. საბანკო დეპოზიტების მოცულობა 2020 წლის სექტემბერში წ/წ 16.4%*-ით გაიზარდა და 32.2 მლრდ ლარს გაუტოლდა. 

ლარის დეპოზიტებმა - 12.1 მლრდ (+28.0% წ/წ), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებულმა დეპოზიტებმა 20.1 მლრდ ლარის ექვივალენტი (+9.8%* წ/წ) შეადგინა. შედეგად, ლარის დეპოზიტების წილი მთლიან დეპოზიტებში 37.7%-ს გაუტოლდა. 

ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში მოზიდული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა თ/თ 0.1 პპ-ით გაიზრდა რაც ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების მცირედით ზრდამ (+0.04 პპ თ/თ), და უცხოურ დეპოზიტებზე განაკვეთების ასევე მცირედით კლებამ (-0.06 პპ თ/თ) განაპირობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system