თავში

ბანკებმა ეკონომიკა 35.80 მლრდ ლარით დააკრედიტეს

ბანკებმა ეკონომიკა 35.80 მლრდ ლარით დააკრედიტეს
ბანკებმა ეკონომიკა 35.80 მლრდ ლარით დააკრედიტეს

2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 80.0 მლნ ლარით შემცირდა და 35.80 მლრდ ლარს გაუტოლდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ოქტომბრის ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის სესხების ზრდამ. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 21.1 პროცენტი შეადგინა. 

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური მატება 18.2 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 89.3 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 55.7 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 41.3 პროცენტს შეადგენდა.

"საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 457.0 მლნ ლარით (3.0 პროცენტით) გაიზარდა და 15.78 მლრდ ლარს გაუტოლდა. რომელიც იურიდიული პირების გრძელვადიანი დაკრედიტების მატებით იყო განპირობებული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 53.2 მლნ აშშ დოლარით (0.8 პროცენტით) შემცირდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.40 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 60.7 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 89.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს," - ვკითხულობთ მიმოხილვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system