თავში

ბარის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი კოპიტნარის აეროპორტიდან შესრულდა

ბარის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი
ბარის მიმართულებით პირველი პირდაპირი  რეისი კოპიტნარის აეროპორტიდან შესრულდა

ცოტა ხნის წინ იტალიის ქალაქ ბარიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. პირველი რეისის მგზავრებს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

რომის და მილანის შემდეგ ქალაქი ბარი იტალიის რიგით მესამე მიმართულებაა, სადაც ფრენებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანი Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს. ნოემბრიდან კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს იტალიის კიდევ ერთ ქალაქში - ბოლონიაში ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air და Ryanair იფრენენ.

10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით დაიწყო ფრების განხორციელება. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system