თავში

ბათუმის ბულვარში მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდა

ბათუმის ბულვარში მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდა
ბათუმის ბულვარში მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდა

ბულვარის ისტორიულ-კულტურულ საზღვრებში, ახალ სამშენებლო პროექტებზე მორატორიუმი ცხადდება. როგორც აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებისას თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ბულვარის განაშენიანების გეგმის საბოლოო დამტკიცებამდე, ძველი ბულვარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრებში, ყველა სამშენებლო პროექტზე მორატორიუმი გამოცხადდება.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ კულტურული ძეგლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით წესით დამტკიცებამდე გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბულვარი სამართავად კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, უსწრაფესად გადაეცეს ბათუმის მერიას. ეს ერთხელ და სამუდამოდ პასუხს გასცემს იმ კითხვებს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ბათუმელებში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე, ძალიან კარგად ვიცით თუ რა კონკრეტული ობიექტი რომელ დროს გასხვისდა და რა დროს არის კონკრეტული ვალდებულებები აღებული“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის ბულვარი სამართავად მუნიციპალიტეტს გადაეცემა. უახლოეს პერიოდში გადაცემის პროცედურები დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system