თავში

ბათუმის ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა 10 მილიონი ლარი ჯდება

ბათუმის ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა 10 მილიონი ლარი ჯდება
ბათუმის ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა 10 მილიონი ლარი ჯდება

ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაიწყო. 

სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და სკოლის გენერალურ დირექტორთან ნინო ჩიკვაშვილთან ერთად ჩააგდო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბოლო 1 თვის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობასაც.

აჭარის მთავრობის ცნობით, ქართულ-ამერიკული აკადემია, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, კაფეტერიებითა და ლაბორატორიებით, 2021 წელს გაიხსნება. განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს.

პროექტს სკოლა „პროგრესი“ შპს „ანაგი განათლებასთან“ ერთად განახორციელებს. ეს იქნება პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია დასავლეთ საქართველოში სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებით. აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.

პროგრამა აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს "AdvancED"-ის და „უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს" მიერ.

ცნობისთვის, ბათუმში მალე დასრულდება განათლების და მეცნიერების ქალაქი. დაიწყო კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობაც. დღეს კი ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system