თავში

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი პირთა გარკვეული წრისთვის უფასო ხდება

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი პირთა გარკვეული წრისთვის უფასო ხდება
ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი პირთა გარკვეული წრისთვის უფასო ხდება

ბათუმში სტუდენტები, მოსწავლეები, სოციალურად დაუცველები და პენსიონერები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. Report.ge-ის ცნობით, ამას შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტით გათვალისწინებულია მთელი რიგი ახალი პროექტები. 

მისი თქმით, 2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000-მდე პირი ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებს. 

"2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000 მდე პირი ისარგებლებს ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით:

1 400 სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით;

5 000-ზე მეტი პენსიონერი მედიკამენტების შესაძენად ფინანსურ დახმარებას მიიღებს;

ბათუმში სტუდენტები, მოსწავლეები, სოციალურად დაუცველები და პენსიონერები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ;

2022 წელს ხინოწმინდის ტაძრის აღდგენა-რეაბილიტაცია იწყება;

აჭარაში მცხოვრებ 12 ოჯახს სარგებლობაში არსებული ფართი საკუთრებაში დაურეგისტრირდება", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system