თავში

ბათუმის პორტის საბაჟოდან ქართული ხილის ექსპორტი განხორციელდა

ბათუმის პორტის საბაჟოდან ქართული ხილის ექსპორტი განხორციელდა
ბათუმის პორტის საბაჟოდან ქართული ხილის ექსპორტი განხორციელდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად ახორციელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტი“ გავლით, საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული, ქართული ხილის, ექსპორტის პროცედურები განხორციელდა.

უწყების ცნობით, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, როგორც გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“ მარტივად ისარგებლონ საბაჟო გაფორმების პროცედურებით და მიიღონ სხვადასხვა სახის წარმოშობის სერტიფიკატი. 

ბოლო 2 თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, სხვადასხვა პროდუქციაზე 7804 წარმოშობის სერტიფიკატია გაცემული.

"წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატების CT 1- ისა და EUR. 1 -ის არსებობის შემთხვევაში, პროდუქცია იმპორტიორი ქვეყნების მიერ, საბაჟო გადასახადებისგან სრულად თავისუფლდება. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები და მათ შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ უტარდებათ მიზნობრივი ტესტირება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system