თავში

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი 24%-ით შემცირდა

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი 24%-ით შემცირდა
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი 24%-ით შემცირდა

ბათუმში, 2020 წლის ნოემბერში 674 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 18%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 24%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ 27 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA-ს ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, ახალაშენებული ბინების ეკონომ, მედიუმდა პრემიუმ სეგმენტები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10%, 5% და 53%-ით ჩამორჩებიან.

ახალაშენებული ბინების რაოდენობა 31%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 19%-ით შემცირდა და 984 ერთეული შეადგინა.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა 35%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 255 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 18%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ზომა 43 მილიონი აშშ დოლარი იყო.

2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 779 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 664 აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system