თავში

ბათუმში ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება 35%-ით შემცირდა

ბათუმში ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება 35%-ით შემცირდა
ბათუმში ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება 35%-ით შემცირდა

ბათუმში ახალაშენებული ბინების რაოდენობა 31%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 19%-ით შემცირდა და 1,161 ერთეული შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია Colliers International Georgia-ს 2020 წლის უძრავი ქონების ბაზრის შემაჯამებელ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ჯამურად, ტრანზაქციების რიცხვი ახალ და ძველ პროექტებში 29%-ით შემცირდა.

ბათუმში 2020 წელს ტრანზაქციების რიცხვი ახალაშენებულ ეკონომ, მედიუმ და პრემიუმ ბინებზე 21%, 56% და 23%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, ბათუმში 2020 წელს, ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება 35%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 279 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 16%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ღირებულება 51 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ბათუმში 2020 წელს ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 6%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 776 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 662 აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system