თავში

ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ

ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ
ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ

ბათუმის მერიის ცნობით,ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი იქნება, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებს. 

ქალაქში ელექტროავტობუსები შემოდგომიდან გამოცნდება.

რვა ახალი თეთრი ფერის ელექტროავტობუსი, რომლის სიგრძეც 9.5 მეტრს შეადგენს, გათვლილია 70 მგზავრზე. ახალი ელექტროავტობუსები არის თანამედროვე სტანდარტების, ადაპტირებული შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებული იქნება თანამედროვე სტანდარტის გათბობა და კონდიცირება. ასევე ექნება ხმოვანი სისტემა და იმუშავებს ვიდეო კამერები. ელექტროავტობუსების დატენვა შესაძლებელი იქნება ათი წუთის განმავლობაში.

ტენდერი ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით „იბიარდმა“ (EBRD) გამოაცხადა, სადაც კომპანია „ბიკაემ“-მა (BKM) გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ევროს შეადგენს.

„ეს არის პირველი ელექტროავტობუსი, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის აიწყო. ჩვენი მიზანია, გამართული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწყობა და ამავდროულად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. ეტაპობრივად მივყვებით ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ქალაქის მომავალზე პოზიტიურად აისახება“, – ამბობენ ბათუმის მერიაში.

ბათუმს განახლებული ავტოპარკი აქვს, სადაც უკვე, 40 დიზელზე მომუშავე ავტობუსი ჰყავს. უკვე დაწყებულია ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system