თავში

ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება ნაკლებად შემცირდა

ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება ნაკლებად შემცირდა
ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება ნაკლებად შემცირდა

2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით ტრანზაქციები 29%-ით, ხოლო ბაზრის ღირებულება 32%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ თბილისთან შედარებით ნაკლები შემცირება გამოწვეულია ბათუმში 2020 წლის პირველ სამ თვეში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდით. ივნისის თვეში, 2020 წელს ბაზრის ღირებულება წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 51%-ითაა შემცირებული.

ამის შესახებ Colliers International Georgia-ს ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი.

კომპანიის ექსპერტების ინფორმაციით, თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში ყველაზე მეტად პრემიუმ კლასის ბინების ბაზრის ღირებულება შემცირდა, წინა წლის ივნისის თვესთან შედარებით ეს 74%-იანი შემცირებაა. მედიუმ კლასის ბინების ღირებულება 66%-ით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი კლების მაჩვენებელია. 2019 წელს პრემიუმ კლასის ბინები ბაზრის 20%-ს წარმოადგენდა, ახლა კი 11%-მდეა შემცირებული.

კომპანიის საბაზისო სცენარის მიხედვით, ზომიერი იზოლაციის პირობებში 2020 წლის ბოლომდე ნეგატიურია მოლოდინები მედიუმ სეგმენტის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე როგორ ტრანზაქციების ისე ფასის კუთხით. Colliers აღნიშნავს, რომ ამ სეგმენტში უფრო გააქტიურდება სპეკულატიური ტრანზაქციები, შემცირებული უძრავი ქონების ფასის ხარჯზე.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ეკონომ კლასის შემთხვევაში ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება, თუმცა ტრანზაქციების რაოდენობა ამ სეგმენტშიც მოიკლებს, იზოლაციის ფონზე კი მოთხოვნა იზრდება კერძო და ხელმისაწვდომ სახლებზე მათ შორის ქალაქგარეთ.

რაც შეეხება, პრემიუმ კლასს, ამ შემთხვევაში წლის ბოლომდე მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება, კომპანიაში ფიქრობენ, რომ ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება, რაც მწვავედ აისახება გასაქირავებელი უძრავი ქონებაზე, სადაც მოსალოდნელია როგორც ტრანზაქციების ისე მათ შორის ფასის შემცირებაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system