თავში

ბაზალეთის ტბაზე უკანონო თევზჭერა აღკვეთეს

ბაზალეთის ტბაზე უკანონო თევზჭერა აღკვეთეს
ბაზალეთის ტბაზე უკანონო თევზჭერა აღკვეთეს

ბაზალეთის ტბაზე პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ორი სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. მათი საერთო სიგრძე 300 მეტრია. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადგილზე შესაბამისი აქტი შეადგინეს, ხოლო უკანონო თევზჭერის იარაღები დალუქეს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system