თავში

BBC: ტურისტული წყალტუბოს დამოუკიდებელი რენესანსი დაიწყო - PHOTO

BBC: ტურისტული წყალტუბოს დამოუკიდებელი რენესანსი დაიწყო - PHOTO
BBC: ტურისტული წყალტუბოს დამოუკიდებელი რენესანსი დაიწყო - PHOTO

"როგორ დავისვენოთ საბჭოთა ელიტის მსგავსად", ამ სათაურით BBC საქართველოს ტურისტულ პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.  საქართველოში ტურიზმის ზრდის პარალელურად ინვესტორები აქტიურდებიან და ეტაპობრივად აღდგენენ წყალტუბოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩა ქვეყანას.  განახლებული ტურისტული სერვისებით, დამსვენებელს საშუალება აქვს, თავი რუსი სამეფო ოჯახის წარმომადგენლად იგრძნოს და შვებულება მათ მსგავსად გაატაროს. 

 "რუსული რივიერა - საბჭოთა კავშირის დაშლამდე, წყალტუბო პატარა და ძალზე ცნობილი საკურორტო ქალაქი იყო, რომელიც დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. საბჭოთა ელიტაში წყალტუბო რეზორტი, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ისინი ძალებს არ იშურებდნენ, რომ საკუთარი შვებულება, წყალტუბოს სამკურნალო წყლებით სავსე სანატორიუმებში გაეტარებინათ.  მართალია საბჭოთა ტურისტული აბანოების დიდი ნაწილი, ნანგრევებად იყო ქცეული, თუმცა დღეს წყალტუბო რენესანსს განიცდის და დამსვენებლებს, კვლავ სამეფო ოჯახისთვის შესაფერ დასვენებას სთავაზობს. რუსული სამეფო და მოგვიანებით საბჭოთა ელიტის რჩეული ადგილი დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. გამაოგნებელი ხედები, ბუნება და სამკურნალო პროცედურები, დამსვენებელზე წარუშლელ შტაბეჭდილებას ახდენს" -  ვკითხულობთ BBC-ის სტატიაში, რომელსაც თან ერთვის, დღევანდელი წყალტუბოს ამსახველი ფოტოებიც. სტატიის ავტორი მკითხველს ფოტოებით უმტკიცებს, რომ ეს საკურორტო ქალაქი, გარდა მისი სამკურნალო თვისებების და დიდებული წარსულისა, საუკეთესო ადგილია ინსტაგრამზე თვალწარმტაცი პოსტების გამოსაქვეყნებლად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system