თავში

ბელგია 2025 წლისთვის ბირთვულ ენერგიაზე უარს იტყვის

ბელგია 2025 წლისთვის ბირთვულ ენერგიაზე უარს იტყვის
ბელგია 2025 წლისთვის ბირთვულ ენერგიაზე უარს იტყვის

ბელგია 2025 წლისთვის შვიდივე ბირთვული რეაქტორის დახურვას აპირებს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ბელგიის მმართველი კოალიციის წევრები ამის შესახებ 23 დეკემბერს შეთანხმდნენ. 

შეთანხმების თანახმად, მთავრობა დაახლოებით 100 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს ე.წ. მინი-ატომური ელექტროსადგურების განვითარებაში.

ამჟამად ევროკავშირი აქტიურად განიხილავს ბირთვული ენერგეტიკის ინდუსტრიის აღორძინების შესაძლებლობას. ევროპა ინტერესით ელის ევროკომისიის სამართლებრივ დასკვნას „მწვანე“ ინვესტიციების შესახებ. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დარწმუნებულია, რომ ბირთვული ენერგიის გარეშე საფრანგეთი და ევროკავშირი 2050 წლისთვის ვერ მიაღწევენ კლიმატის ნეიტრალიტეტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system