
ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანიამ, Blue Origin, კოსმოსში ტურისტული მგზავრობისთვის განკუთვნილი უკვე თითქმის 100 მილიონი დოლარის ღირებულების ბილეთები გაყიდა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თავად განაცხადა.
"მოთხოვნა ძალიან, ძალიან მაღალია", - თქვა ბეზოსმა Blue Origin- ის პირველი ეკიპაჟური ფრენის დასრულების შემდეგ.
კომპანია კოსმოსში ფრენის ღირებულებას არ ასაჯაროებს. Blue Origin-მა მანამდე საჯარო აუქციონი მოაწყო, რომლის ფასიც 28 მილიონი დოლარი იყო. რაც მრავალჯერ მეტია, ვიდრე Blue Origin-ის კონკურენტის, Virgin Galactic-ის ადგილების ფასი.
ბეზოსმა თქვა, რომ Blue Origin ტურისტებს კოსმოსში წელს კიდევ ორჯერ გადაიყვანს.