თავში

Bitcoin-ის ფასი მასკის განცხადების შემდეგ 3 თვის მინიმუმამდე დაეცა

Bitcoin-ის ფასი მასკის განცხადების შემდეგ 3 თვის მინიმუმამდე დაეცა
Bitcoin-ის ფასი მასკის განცხადების შემდეგ 3 თვის მინიმუმამდე დაეცა

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ აღარ გაყიდდა Tesla-ს მანქანებს Bitcoin-ში, კრიპტოვალუტის ბაზარი შეირყა. Bitcoin-ის ფასი $42,200-მდე დაეცა, ეს კი 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. კრიპტოვალუტის ბაზარზე ფასების ნახვა შესაძლებელია სავაჭრო პლატფორმა Binance-ზეც.

აღსანიშნავია, რომ Bitcoin-ის ფასის ვარდნას, მატებაც მოჰყვა და ამ მომენტისთვის მისი ფასი $45 000-ია. ექსპერტების აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ უძვირესი კრიპტოვალუტის მიმოქცევა "ჯანმრთელია" და ეს მის მომავალში კიდევ უფრო დიდ მატებას გამოიწვევს. 

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა Bitcoin-ის გამოყენებაზე უარი იმის გამო თქვა, რომ მისი მოპოვება გარემოს აბინძურებს, ამიტომ მილიარდერმა უფრო უსაფრთხო "კოინები" ამჯობინა. ფაქტია, რომ ილონ მასკის ერთი კომენტარიც საკმარისია იმისთვის, რომ ბირჟებზე რყევები გამოიწვიოს, ამის გამო მას ბოლო პერიოდში ბევრი მომდურავიც გამოუჩნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system