თავში

ბიტკოინის ფასმა $30 000-ს პირველად გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა $30 000-ს პირველად გადააჭარბა
ბიტკოინის ფასმა $30 000-ს პირველად გადააჭარბა

კრიპტოვალურა ბიტკოინს, გასული წლის დასაწყისში, როდესაც კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ ახლად იდგამდა ფეხს, რთული პერიოდი ჰქონდა. თუმცა მისი წარმატებით თუ ვიმსჯელებთ მან სწრაფად მოახერხა გამყარება და ახალი სიმაღლეების დაპყრობა. 

2021 წლის დასაწყისში, მომავლის ფულად წოდებულმა ვალუტამ $30 000-იან ნიშნულს პირველად გადააჭარბა. 

დაახლოებით ერთი თბვის წინ მისი ფასი $20 000-ს შეადგენდა, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მან 50%-ით მოიმატა. 

ბიტკოინის წარსულ გამარჯვებებში უნდა აღინიშნოს მისი სწრაფი აღმასვლა 2020 წლის მარტში, როდესაც მოულოდნელად მისმა ღირებულებამ $4 000-დან $10 000-მდე მოიმატა. ფინანსური კრიზისისა და ეკონომიკური რყევების პერიოდში კი, როგორც ჩანს, მომხმარებელმა ნდობა სწორედ ვირტუალურ ვალუტას გამოუცხადა, რაც მისი ფასის რეკორდულ ზრდაში დაფიქსირდა კიდეც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system