თავში

ბიტკოინის კურსი 10 ათას დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა

ბიტკოინის კურსი 10 ათას დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა
ბიტკოინის კურსი 10 ათას დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტის ბიტკოინის საბაზრო ღირებულება გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 10 ათას დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა. ამის მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში ინვესტიციების განხორციელების მზაობის შესახებ განცხადება გახდა.

გუშინ ამ ციფრული ვალუტის კურსი 1%-ით გაიზარდა და 9 421,79 დოლარი შეადგინა, ხოლო ვაჭრობის განმავლობაში 10,000-იანი ნიშნულიც გადალახა. მიუხედავად ამ ზრდისა ის მაინც ჩამორჩება მიმდინარე წლის მაქსიმუმს -12 920 დოლარს, რომელიც ივნისში დაფიქსირდა.

ამ ციფრული ვალუტის კურსი 2017 წელს 20 ათას დოლარამდეც აღწევდა და ამას ხელს მეტწილად ჩინელი ინვესტორების მხრიდან მათზე არსებული მოთხოვნა უწყობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system