თავში

ბიზნეს-ოპერატორების სანქციები შეიძლება გადაიხედოს

ბიზნეს-ოპერატორების სანქციები შეიძლება გადაიხედოს
ბიზნეს-ოპერატორების სანქციები შეიძლება გადაიხედოს

დეპუტატების ნაწილი მოითხოვს, რომ გაუქმდეს შეუსაბამოდ მაღალი დონის სანქცია, რომლის დარიცხვა გრძელდება ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაშიც. საუბარი ეხება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს ,,პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც პარლამენტს განსახილველად დეპუტატებმა - სულხან მახათაძემ და გრიგოლ მიქელაძემ წარუდგინეს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა იგი II მოსმენით განიხილეს.

გრიგოლ მიქელაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ასევე დაეხმარება ქ. თბილისის მერიის სამშენებლო ზედამხედველობაზე უფლებამოსილ სამსახურს განახორციელოს სწრაფი და სამართლიანი ადმინისტრირება მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან მიმართებით.

კერძოდ, კანონპროექტის შესაბამისად. არამიზნობრივად და გადაცდომასთან შეუსაბამო დასარიცხი დიდი საჯარიმო სანქციები გაუქმდება იმ პირებისათვის, ვინც საჯარიმო სანქციის საფუძველი და ხარვეზი აღმოფხვრა, თუმცა ტექნიკური მიზეზებით ვერ მოახერხა აღნიშნულის წარდგენა და უფლებამოსილი პირისათვის დასაბუთება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელია დეპუტატების მოსაზრებას ემიჯნება და ამბობს, რომ ჯარიმის მოცულობა უნდა გადაიხედოს, მაგრამ მის გაუქმებაზე საუბარი ხარვეზის გამოსწორების პირობებშიც, გამართლებული არ იქნება.

,,მეწარმე ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს და ზედმიწევნით დაიცვას, შესაბამისად, დარღვევებიც ნაკლებად გვექნება. მესმის,  საკმაოდ მკაცრი სანქციებია და ჯარიმები შესაძლებელია შემცირდეს, მაგრამ გაუქმებაზე საუბარი აშკარად გადაჭარბებულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხარვეზი გამოსწორებულია. მაგალითისთვის, ქართულწარწერიან ეტიკეტთან დაკავშირებით მეწარმე სუბიექტებს პირველ ეტაპზე გაფრთხილება ეძლევათ, ხოლო მეორე შემთხვევაში, 200 ლარით აჯარიმებენ. ეს ეხება მცირე მეწარმეებს, თუმცა შპს-ების შემთხვევაში სანქცია 400 ლარს შეადგენს. ამდენივეა ჯარიმის მოცულობა ვადაგასულ პროდუქტებთან დაკავშირებითაც. ჩემი პოზიციაა, რომ კანონდამრღვევი დაჯარიმდეს იმისდა მიუხედავად, რომ ხარვეზი გამოასწორა. მას ისედაც ჰქონდა გაფრთხილება და ხარვეზის აღმოფხვრა შეეძლო ხარვეზი. სურსათის უსაფრთხოება საკამოდ მტკივნეული თემაა საზოგადოებისთვის და არ უნდა იქნას ისეთი გადაწყვეტილება მირებული, რაც კანონდამრღვევ მეწარმეებს წაახალისებს. ამ თვასლაზრისით, ნებსიმეირ შეღავათის წინააღმდეგი ვარ, ვხედავ საფრთხეს, რომ შეიძლება კანონს ნაკლებად დაემორჩილებიან, რაც საბოლოოდ დარღვევების სტატისტიკის ზრდას გამოიწვევს. ამდენად, შესაძლებელია ჯარიმა შემცირდეს, მაგრამ გაუქმებაზე საუბარი აშკარად გადაჭარბებული მეჩვენება. კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულებაც სათანადოდ მოხდეს. კანონმდებლებმა შეიარონ მაღაზიებში და ნახონ, რა ვითარებაა. ბიზნესს სოლიდარობას ვუცხადებ, მაგრამ როცა საქმე მომხმარებლების უფლებების დარღვევებს ეხება, გაცილებით მკაცრი და მომთხოვნი უნდა ვიყოთ", - განუცხადა შენგელიამ report.ge-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system