თავში

ბიზნეს-სექტორს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს

ბიზნეს-სექტორს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს
ბიზნეს-სექტორს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ წევრ და პარტნიორ კომპანიებს „საქართველოს შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები გააცნო და მათი პოზიციები მოისმინა. დამსაქმებელტა ასოციაციის წევრები ფიქრობენ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები ვერც დასაქმებულს დაიცავს ჯეროვნად და ბიზნესს დააზარალებს.

„ბიზნესი მზად არ არის აღნიშნული ცვლილებებისთვის. კერძოდ, საუბარი შეეხო ზეპირი ხელშეკრულებების გაუქმებით მოსალოდნელ ბიუროკრატიას, სამუშაო დროის შეზღუდვას, სტაჟირების მექანიზმში გართულებულ პროცედურებს, მინიმალური ანაზღაურების დაწესებას, შეთავსებითი სამუშაოს აკრძალვას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას და ა.შ. საბოლოო ჯამში, შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტი ევროკავშირის მოთხოვნებზე უფრო მკაცრ პირობებს უყენებს საქართველოში ბიზნეს სექტორს. ვგეგმავთ შეხვედრაზე იდენტიფიცირებული შენიშვნების შეკრებას და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში წარდგენას. ასევე ვითანამშრომლებთ ბიზნესომბუდსმენთან და ვიმედოვნებთ, რომ საკომიტეტო მოსმენებზე თანამშრომლობის რეჟიმში გარკვეული ცვლილებების მიღწევა იქნება შესაძლებელი,“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა შალვა ხცაკაიამ.

შეხვედრას, რომელსაც 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system