თავში

ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1 227 ლარია

ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1 227 ლარია
ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1 227 ლარია

საქსტატის ცნობით, 2020 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 75.2 ლარით გაიზარდა და 1 227 ლარს გაუტოლდა.

როგორც საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგების დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, ბიზნეს სექტორში ქალების საშუალო თვიურმა ხელფასმა შეადგინა - 957.5 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 23.3 ლარით).

მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში 1 293.7 ლარითაა განსაზღვრული, საშუალო ბიზნესის– 1 404.9, ხოლო მცირე ბიზნესის- 1 035.2 ლარით. 

2020 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 27.8 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.4 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 4 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 10.5 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system