თავში

ბიზნესასოციაციამ COVID19-თან საბრძოლველად 300 000 ლარი გამოყო

ბიზნესასოციაციამ COVID19-თან საბრძოლველად 300 000 ლარი გამოყო
ბიზნესასოციაციამ COVID19-თან საბრძოლველად 300 000 ლარი გამოყო

საქართველოს ბიზნესასოციაციამ COVID19-თან საბრძოლველად საკუთარი სახსრებიდან 300 000 ლარი გამოყო. 

უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად იყო და არის ჩართული ეპიდემიის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასა თუ არსებული ვითარებით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების მოგვარების საქმეში. ჩვენ ასევე ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენი წევრების წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზების მოძიების კუთხით. მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, რომელთა წინაშეც ადგილობრივი ბიზნესი უკვე დგას, ვფიქრობთ, რომ სოლიდარობას, ერთმანეთის დახმარებასა და გვერდში დგომას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს, რომელთაც ამ ძნელბედობის ჟამს საკუთარი ფინანსური წვლილი შეიტანეს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კი საკუთარი სახსრებიდან პანდემიასთან ბრძოლისათვის 300,000 ლარი გამოყო.  ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეისათვის მდგარი რთული გამოწვევების დასაძლევად მსგავსი კონსოლიდაცია არის ბიზნეს სექტორის სოლიდარობის ნათელი მაგალითი. მისასალმებელია, რომ ჩვენი წევრი კომპანიების აქტიურობა COVID19-თან ბრძოლაში კვლავაც გრძელდება და ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას იმ დამატებითი კონტრიბუციების შესახებ, რასაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხვა წევრი კომპანიები პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიღებენ” - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებაში. 

ცნობისთვის, ბიზნესასოციაციის წევრი კომოანიების კონტრიბუცია StopCov ფონდში 5 მილიონი ლარია.

სულ ფონდში 12.5 მილიონი ლარია აკუმულირებული.

როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, StopCov”ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system