თავში

ბიზნესასოციაციის განცხადებით, რეგულაციების გავლენა ბიზნესს დააწვა

ბიზნესასოციაციის განცხადებით, რეგულაციების გავლენა ბიზნესს დააწვა
ბიზნესასოციაციის განცხადებით, რეგულაციების გავლენა ბიზნესს დააწვა

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, რეგულაციების უმეტესობა ბიზნესს პრობლემას უქმნის. ერთ-ერთი ასეთი რეგულაცია, ვეფხვაძის თქმით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიღებული კანონია, რამაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიები დააზარალა. 

,,ნებისმიერ რეგულაციას, რომელიც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას, უარყოფითად ვაფასებ. ამ შემთხვევაში აქცენტს შრომის უსაფრთხოების სფეროზე ვაკეთებ, რადგან ვთვლი, რომ მან ბიზნესის დიდ ნაწილს პრობლემა შეუქმნა. კანონმდებლობით ყველა საწარმოში - დაწყებული, ვთქვათ, ელიავაზე ორ ან სამშტატიანი საწარმოთი და დამთავრებული ოფისებით, უსაფრთხოების სპეციალისტების დასაქმება სავალდებულო გახდა. დასაქმების მიზნით თუ გაკეთდა, აუცილებლად უნდა ითქვას. თუმცა, თუ ასე შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით გადაწყდა, შედეგზე საუბარი აშკარად გადაჭარბებულია. რეალურად თუ გვინდა მდგომარეობის გამოსწორება, პირველ რიგში, რისკის შემცველ საწარმოებს უნდა შევეხოთ, რა მიმართულებითაც რეგულაციები საჭიროა. ამავე დროს, აუცილებელია 100%-იანი მონიტორინგის განხორციელება, რომ საფრთხე მინიმალიზდეს", - განუცხადა ლევან ვეფხვაძემ report.ge-ს.  

მისი თქმით, მკვეთრად უარყოფითია ასევე ბიზნესისთვის საბანკო რეგულაციების გავლენა, რამაც განსაკუთრებით სამშენებლო სექტორი დააზარალა.

,,ბიზნესის დიდ ნაწილს ეს რეგულაცია მხოლოდ პრობლემას უქმნის. ამიტომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, როცა შედეგი წინასწარ არ არის გააზრებული ან ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია, სწორი გადაწყვეტილება არ არის. ჩემი აზრით, სხვა ზომები უნდა მიგვეღო. საბანკო რეგულაციების საშუალებით ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა მკაცრად შეზღუდულია. რეფინანსირების განაკვეთის ზრდით სამომხმარებლო სესხმა 16%-ს მიაღწია, ხოლო იპოთეკაზე  ლარში 12-13%-ია, რამაც ყველაზე მეტად უძრავი ქონების ბაზარი დააზარალა. ვფიქრობ, რომ საბანკო რეგულაციები გადასახედია და სადაც არის შესაძლებლობა, უნდა შერბილდეს კიდეც", - დასძინა ლევან ვეფხვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system