თავში

ბიზნესი ბანკის პირისპირ - ტურიზმის მომიჯნავე ბიზნესი ზარალზეა

ბიზნესი ბანკის პირისპირ - ტურიზმის მომიჯნავე ბიზნესი ზარალზეა
ბიზნესი ბანკის პირისპირ - ტურიზმის მომიჯნავე ბიზნესი ზარალზეა

გვიან ფეოდალური ხანის მარანი ,,ნუმისი" გადაუხდელი ვალების გამო შესაძლოა, ბანკის საკუთრება გახდეს. მეწარმე ნუნუ კარდენახიშვილი report.ge-თან ამბობს, რომ ერთ-ერთ წამყვან ბანკში 17 მილიონ ლარად დაფასებული ქონება 50 000 ლარად აქვს გირაოდ ჩადებული, რასაც ვერ იხდის და შიძლება მთელი ქონება დაკარგოს. მარნის მფლობელის ინფორმაციით, ეპიდემიის პერიოდში მხოლოდ 3თვიანი შეღავათით ისარგებლა, რის შემდეგაც გადახდა ძველი გრაფიკით უწევს, ხოლო ყოველთვიური ხარჯი 9000 ლარია, რის გადახდის შესაძლებლობაც პანდემიის პირობებში არ აქვს.

,,უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, 9000 ლარამდე ვიხდით თვეში, ვეხვეწებით ბანკს, რომ 3 წლამდე გაგვინაწილონ სესხი, მაგრამ არანაირ პირობაზე არ მოდიან. სპეციალისტებმა ქონება 17 მილიონ ლარად შეგვიფასეს. 50 000 ლარად ჩავდეთ ბანკში, ვერაფრით წარმოგვედგინა, რომ ტურიზმი ჩაიკეტებოდა და ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. 35 ათასი გადახდილი გვაქვს, ვითხოვთ, რომ დარჩენილი თანხა 3 წელზე გადაგვინაწილონ, რაზეც ბანკი კატეგორიულ უარს ამბობს. გასაყიდადაც კი გამოიტანეს, მაშინ შეჩერდა ეს პროცესი, სასამართლო გაჭიანურდა და ახლაც უარესის მოლოდინში ვართ, ქონებას ვკარგავთ. ბოლო 2 თვის დავალიანება დავფარეთ ყურძნიდან მიღებული შემოსავლით, ახლა არანაირი რესურსი არ გავქვს, მიწებს ვყიდით, მაგრამ მყიდველიც არ არის. ვითხოვთ მთავრობისგან, რომ ბანკის პირისპირ არ დაგვტოვონ, გვიშუამდგომლონ, რათა გადაგვინაწილონ ფული, რომ ნაწილ-ნაწილ შევძლოთ დაფარვა. ამ ეტაპზე ამის ამის შესაძლებლობაც არ გვაქვს. ფაქტობრივად განულებული გვაქვს შემოსავალი, აბსოლუტურად არაფერი იცვლება ბოლო პერიოდის განმავლობაში. ყველაფერს შეიძლება მოვერიოთ, მაგრამ საბანკო ვალდებულებებს ვერ ვუმკლავდებით. ისეთი მდგომარეობაა, არ ვიცი, რა იქნება გამოსავალი. ეს ისეთი დარგია, ვერაფრით ჩავანაცვლებთ. მთავრობა ძალიან მონდომებულია, რომ დაგვეხმაროს. ბანკებთან შუამავლობას თუ გაგვიწევენ და სესხებს გადაგვივადებენ, ამაზე დიდი მხარდაჭერა, არაფერია", - ამბობს ნუნუ კარდენახიშვილი.

მისი თქმით, ,,ნუმისს" ყოველდღიურად ათეულობით ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა, ახალი კორონავირუსის გამო, ტურისტების ვიზიტი ჯერ შემცირდა, შემდეგ კი, საერთოდ შეწყდა. ამ ეტაპზე ყველაზე დიდ პრობლემად კარდენახიშვილი სწორედ საბანკო სესხს მიიჩნევს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს დაიწყო პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა. დღეს, განვითარებულ მარნებსაც კი დიდი პრობლემა აქვთ, რის მაგალითიც ,,ნუმისია", რომელიც შეღავათის გარეშე დარჩა, ხოლო გადაუხდელი ვალის გამო, შეიძლება, მალე ბანკის საკუთრება გახდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system