თავში

ბიზნესი რეგულაციების შერბილებას ელოდება

ბიზნესი რეგულაციების შერბილებას ელოდება
ბიზნესი რეგულაციების შერბილებას ელოდება

საბანკო რეგულაციები, შესაძლოა, შერბილდეს. ეროვნულ ბანკში ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და კონსულტაციები საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც რეგულაციების შერბილების აუცილებლობაში დარწმუნდება. 

რეგულაციების შერბილების აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი სექტორში არსებული პრობლემის მიზეზად რეგულაციებს მიიჩნევს და სებ-ს რადიკალური ცვლილებისკენ მოუწოდებს.

,,აცხადებენ, რომ დაკრედიტების პირობებს გაამარტივებენ და ამ გადაწყვეტილების მიღებამ არ უნდა დააყოვნოს. რაც ნაკლები რეგულაციები იარსებებს, ბიზნესი მით უფრო განვითარდება. უძრავი ქონების რეალიზაცია შემცირებულია, შესაბამისად, მშენებლობის ტემპმა და შეკვეთებმაც იკლო. რეგულაციების შერბილება ერთადერთი გამოსავალია, რაც ამ ბიზნესს უშველის. კარგი იქნება, თუ ეროვნული ბანკი დროულად მიიღებს ზომებს და კრედიტები ხელმისაწვდომი გახდება", - განუცხადა როსტომაშვილმა report.ge-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system