თავში

ბიზნესი საშემოსავლო გადასახადის კიდევ 6 თვით გადავადებას ითხოვს

ბიზნესი საშემოსავლო გადასახადის კიდევ 6 თვით გადავადებას ითხოვს
ბიზნესი საშემოსავლო გადასახადის კიდევ 6 თვით გადავადებას ითხოვს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საშემოსავლო გადასახადის კიდევ 6 თვით გადავადების თხოვნით მთავრობას უახლოეს მომავალში მიმართავს. 

ასოციაციაში ფიქრობენ, რომ შეღავათები უნდა გაგრძელდეს ქონების გადასახადის ნაწილშიც.

ასოციაციის განმარტებით, კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კერძო სექტორი ამ დრომდე რთულ ვითარებაში იმყოფება.

"კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება და უნდა ვიფიქროთ დამატებით კიდევ 6 თვით ბიზნესის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე. ამ საკითხზე მივმართავთ, როგორც მთავრობას, ასევე ფინანსთა მინისტრს. 1-ელ დეკემბრამდე აქვთ გადავადებული ქონების გადასახადი, ამიტომ სასწრაფოდ, როგორც კი შემდეგი პარლამენტი შეიკრიბება, მივმართავთ, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება ამ ტიპის ქონებებზეც მიიღოს, რომელიც ამ დრომდე არ ხვდებოდა ამ გათავისუფლებებში“,- აცხადებს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system