თავში

ბიზნესის 94.0%-ი ინტერნეტს იყენებს

ბიზნესის 94.0%-ი ინტერნეტს იყენებს
ბიზნესის 94.0%-ი ინტერნეტს იყენებს

საქსტატმა საწარმოების მიერ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებელი გამოიკვლია.

აღმოჩნდა, რომ საწარმოთა 94.0 პროცენტს, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან.

ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენებოდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 35.5 პროცენტი და DSL კავშირი (მაგ. xDSL, ADSL, SDSL, VDSL და ა.შ.) – 23.7 პროცენტი.

საწარმოთა 21.4 პროცენტი იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 13.2 პროცენტი - სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.)

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 46.1 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 18.4 პროცენტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system