თავში

ბიზნესის გაკოტრების პროცესი გრძელდება

ბიზნესის გაკოტრების პროცესი გრძელდება
ბიზნესის გაკოტრების პროცესი გრძელდება

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბიზნესის ნაწილი, საქმიანობას, უბრალოდ, ვერ გააგრძელებს და თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს. ეს პროცესი, როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი აღნიშნავს, ეპიდემიის პირველი ტალღისას, შეზღუდვების დაწესების პარალელურად დაიწყო და დღესაც გრძელდება. ასეთ ფონზე, როგორც ხომიზურაშვილი აღნიშნავს, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ეკონომიკური რეფორმა და შემუშავდეს პროგრამა, რომელიც ეკონომიკას აღდგენ ის და რეალური განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

,,მთავრობამ ჯერ კიდევ ვერ განსაზღვრა, რა არის პრიორიტეტული ქვეყნისთვის და ეპოტინებიან ტურიზმს, რომელიც კარგა ხანია, განწირულია. შეზღუდვების გავლენა არის უმძიმესი. ბიზნესი, ასე თუ ისე, უნდა გაიხსნას, რაღაც ფარგლებში მაინც, სხვანაირად წარმოუდგენელია. ეკონომიკური რეფორმა უნდა იქნას სასწრაფოდ წარმოდგენილი, მაგრამ ჯერ ამის გამკეთებელი არავინ არის. ის აქცენტები, რაც ტურიზმზეა, ვერ გაამართლებს დიდი ხნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სხვა დარგებია განსავითარებელი, რომელსაც რეფორმატორული მიდგომა სჭირდება. რა სიტუაციაც დღეს არის, სავალალოა. ტურიზმი და მთლიანად სექტორი, ფაქტობრივად, ჩამოშლილია. ტურიზმის შემადგენლობაში კი ბევრი პროფილია - სასტუმროები, რესტორნები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტრა, სავაჭრო ობიექტები, მოცულობითი სეგმენტია, ამიტომ ბევრს ცუდად წაუვიდა საქმე. ჯაჭვური რეაციაა, რომელიც გადადის იმპორტზე, დისტრიბუციაზე, მოხმარებაზე, დომინოს პრინციპითაა მთელი ეკონომიკა. შეზღუდვები უნდა იყოს შესუმსუბუქებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი შეიძლება გახდეს ბიზნესის საქმიანობა. რომც მოიხსნაც შეზღუდვა, ბევრი გახსნას ვერ მოახერხებს, ბიზნესის რაღაც ნაწილი გადარჩება, მაგრამ ასე თუ წავიდა საქმე, ბევრი გაკოტრდება", - აცხადებს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების რეჟიმი პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც report.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი გახარიას დავალებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, ინტენსიური შეხვედრები გაიმართება ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპს ისინი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდნენ და უზრუნველყოფილი იყოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები როგორც სავაჭრო სფეროში, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system