თავში

ბიზნესის ნახევარზე მეტს შემოსავლები მინიმუმ გაუნახევრდა

ბიზნესის ნახევარზე მეტს შემოსავლები მინიმუმ გაუნახევრდა
ბიზნესის ნახევარზე მეტს შემოსავლები მინიმუმ გაუნახევრდა

"PwC საქართველომ" კორონავირუსით გამოწვეული ბიზნესის ზარალის კვლევა განაახლა. შედეგები საქართველოს კერძო სექტორის მოლოდინებს ასახავს. საქართველოში მომუშავე 774-მა ბიზნესის გამოკითხვამ აჩვენა, რომ COVID-19-ით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა ყველა სექტორისთვის მოთხოვნის შემცირებაა. სწორედ შემცირებული მოთხოვნის გამო გამიოკითხული ბიზნესის  68%-ს უკვე შეუმცირა შემოსავლები 50%-ზე მეტით 2020 წლის მაისის შემდგომ. მაისში შემოსავალშემცირებული კომპანიები 65%-ს შეადგენდა.

აღმოჩნდა, რომ საზღვრების ჩაკეტვამ რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დააზარალა სასტუმროები და კვების ობიექტები, რომელთა 84%-ს მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავლები. აპრილის კვლევასთან შედარებით პოზიტიურია რესპონდენტების მოლოდინები და თუ წინა კვლევის დროს კომპანიების ნახევარი მომავალი სამი თვის განმავლობაში პროგნოზირებდა შემოსავლების 50%-ზე მეტით ვარდნას (წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით), ამ ეტაპზე აღნიშნული მოლოდინი კომპანიების მხოლოდ მეხუთედს აქვს. აპრილთან შედარებით, გამოკითხულთა თითქმის თანაბარი ოდენობა (დაახლოებით 66%) სასტუმრო და კვების სექტორში მაინც მოელის შემოსავლების 50%-ზე მეტ შემცირებას.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული კომაპანიებისეს ციფრი მცირედით შეიცვალა აპრილის კვლევის 65% მაჩვენებელთან შედარებით.
კვლევის მიმდინარეობისას თვალსაჩინო გახდა სხვა გამოწვევებიც. COVID-19-თან დაკავშირებული სირთულეების თვალსაზრისით, გამოიკვეთა შემდეგი ტიპის საკითხები: 1) ჩაკეტილ საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემა გამწვავდა ყველა კომპანიისთვის, განსაკუთრებით თვითდასაქმებული რესპონდენტებისთვის (საკითხი პრობლემურია გამოკითხულთა 39%-ისთვის, აპრილის 28%-თან შედარებით); 2) თვითდასაქმებული და მიკრო საწარმოების დაგვიანებული გადახდები კლიენტებისგან (მიაღწია 22% და 33%-ს, აპრილის 15% და 24%-თან შედარებით); 3) ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებული სირთულეები ძირითადად მიკრო და მცირე ზომის კომპანიებზე აისახება (გაიზარდა 49% და 56%-მდე, აპრილის 39% და 49%-თან შედარებით).

მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები თითქოს ნაკლებად პრობლემური გახდა ყველა კომპანიისთვის, რადგან გამოკითხულმა კომპანიებმა დაიწყეს ახალ რეალობასთან მორგება. რესპონდენტების მიერ დაფიქსირებულ პასუხებს შორის შემცირდა კომპანიების ოდენობა, რომელმაც მიწოდების ჯაჭვის სირთულეები დაასახელა, როგორც COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 33%-დან 13%-მდე. თუმცა, როდესაც კომპანიებს დაუსვეს კითხვა თუ ამჟამად რამდენად განიცდიან მიწოდებასთან დაკავშირებულ შეფერხებებს, გამოკითხულთა თითქმის 80%-ის პასუხი დადებითია. ტრანსპორტირების გაზრდილი ფასი დასახელებულია მიწოდების ჯაჭვის შეფერხების მთავარ პრობლემად, რასაც მოჰყვება ქვეყნებს შორის ტრანსპორტირების შემცირება და მომწოდებლების ან მომხმარებლების მიერ საქმიანობის შეწყვეტა.

"კომპანიების მიერ 2020 წლის მაისის შემდეგ განხორციელებულმა ცვლილებებმა შეამცირა ზეწოლა ლიკვიდობაზე. რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებსაც უკვე დაუდგათ ლიკვიდობის პრობლემა, სექტემბრის ბოლოს შემცირდა აპრილის 28%-დან 10%-მდე. კომპანიებს შორის, ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილები დიდი ზომის კომპანიები არიან, გამოკითხულთა დაახლოებით 70% არ ელოდება ლიკვიდობასთან დაკავშირებულ რაიმე სახის პრობლემას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. აპრილის კვლევაში, ბიზნეს საქმიანობის შეჩერება ყველაზე ფართოდ გავრცელებული იყო იმ დამცავ ღონისძიებებს შორის, რომლებიც გამოყენებული იყო თვითდამსაქმებელი, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მიერ. გამოკითხული მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიების დიდი ნაწილი აცხადებდნენ, რომ მათი თანამშრომლების დისტანციურად მუშაობდნენ. მიმდინარე გამოკითხვისას, ყველა გამოკითხული კომპანია, გარდა დიდი ზომის კომპანიებისა, იძულებული გახდა შეეზღუდა წარმოების მოცულობა. ამ ეტაპზე უმეტესად მხოლოდ მსხვილი კომპანიების თანამშრომლებმა შეძლეს სახლიდან მუშაობის გაგრძელება. გამოკითხულმა კომპანიებმა გამოიყენეს სხვადასხვა სახის დამცავი ზომები მათი ლიკვიდობის პრობლემების გადასაჭრელად. გამოკითხულთა, დაახლოებით, 16%-მა გადასახადების გადავადების მიზნით მიმართა საგადასახადო ორგანოებს. კომპანიების დაახლოებით, 75%-მა შეძლო ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ გადავადება. ძირითადად საშუალო და დიდი ზომის კომპანიები მიმართავენ ფინანსურ ინსტიტუტებს სესხის რესტრუქტურიზაციისა და დამატებითი დაფინანსების მოზიდვის მიზნით. და ბოლოს, რესპონდენტთა თითქმის ნახევარმა გამოიყენა მთავრობის მიერ შეთავაზებული ხელფასების სუბსიდირება და ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივები," - ვკითხულობთ კვლევაში. 

აპრილის კვლევასთან შედარებით, შემცირებულია თანამშრომლების გათავისუფლების ტენდენცია. მიმდინარე გამოკითხვის დროს, უფრო მეტმა რესპონდენტმა დააფიქსირა, რომ ისინი ან არ გეგმავენ თანამშრომლების შემცირებას ან გეგმავენ ნაკლები რაოდენობის შემცირებებს. 

გამოკითხული კომპანიების 75%-მა, რომლებმაც საკარანტინო პერიოდში ჰქონდათ შეჩერებული საქმიანობა, კარანტინის დასრულების შემდეგ შეძლეს საქმიანობის განახლება. დახურული საზღვრები კვლავ მთავარ შეზღუდვად რჩება კომპანიების იმ 51%-ისთვის, რომელმაც საქმიანობის განახლება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ,  კვლევა ინვესტორთა საბჭოს ეგიდით ჩატარდა და ის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის განახლებას წარმოადგენს. კერძო სექტორის კვლევა ჩატარდა 11 სექტემბერი - 2 ოქტომბრის შუალედში ონლაინ გამოკითხვის გზით და მასში მონაწილეობა 774-მა ბიზნესმა მიიღო.PWC-ის თანახმად, გამოკითხული საწარმოების 42% - მიკრო ბიზნესი, 26% - მცირე ბიზნესი; 11% - საშუალო ზომის ბიზნესი; 5% - მსხვილი ბიზნესი 17% კი თვითდასაქმებული ინდ.მეწარმე იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system