თავში

ბიზნესს გარემოსდაცვით ჯარიმებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

ბიზნესს გარემოსდაცვით ჯარიმებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს
ბიზნესს გარემოსდაცვით ჯარიმებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

ბიზნესი გარემოსდაცვითი ვალდებულებების გადავადებას ითხოვს. საქართველოს ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ ეს ვალდებულება მათ 85-მდე კომპანიას ხარჯს გაუზრდის, რაც პანდემიური კრიზისით დაზარალებულ ბიზნესს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება. ხარჯის ზრდის გარდა, ბიზნესი ტექნიკურ გადაიარაღებას ვერც მოასწრებს. 

კანონის მოქმედების ვადების გარდა შენიშვნები აქვს საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებითაც. 

როგორც „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტშია განმარტებული, თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა 10 ათას ლარს შეადგენს , რაც განემორების შემთხვევაში ორმაგდება. კანონი კომპანიებს ავალდებულებს, ჰქონდეთ აირმტვერდამჭერი მოწყობილობა, რომლის არქონის შემთხვევაში სანქცია 10 - დან 20 ათასი ლარის ფარგლებშია.

„2 ივნისს უკვე შეუძლია ზედამხედველობის სამსახურს ჯარიმები გამოუწეროს ნებისმიერ საწარმოს, რადგან კანონი არ ითვალისწინებს გაფრთხილებას. ვისურვებდი ასეთი ადმინისტარციული მექანიზმების დროს იყოს გაფრთხილება იმისთვის, რომ კომპანიებს დრო ჰქონდეთ ადაპტაციისთვის. ერთია დამონტაჟება, მეორეა ინფორმაციის ჯეროვანი მიღება. ამას სჭირდება სპეციალისტი და ამიტომ ვისურვებდი ვადები გადავწიოთ და კომპანიები ამ უბედურ წელიწადს არ დავსაჯოთ და არ ვაჯარიმოთ,“-აცხადებს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე.

ცნობისთვის, თვითმონიტორინგის სისტემის მოწყობა თითოეულ მავნე ნივთიერებაზე და ასეთი სულ მცირე 5-ია, საშუალოდ 10-15 ათასი ევრო ღირს.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი მოთხოვნები ძალაში ივნისიდან შევა. მთავრობის განმარტებით, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system