Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0900 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0900 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0978 ლარია, ევრო – 3.5052 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.0999 ლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.