Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1100 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1000 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 30 ნოემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0867 ლარია, ევრო – 3.4849 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1204 ლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.