Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 10:45 საათისთვის ერთი დოლარი 3.0905 ლარად ივაჭრება.
22 დეკემბერს პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0940 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0958 ლარია, ევრო – 3.4964 ლარი ღირს, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1038 ლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.